დედების მარში თბილისში - აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები დღეს მსვლელობას მოაწყობენ
თბილისში დღეს დედების მარში გაიმართდება. აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე მოზარდებების დედების მხარდასაჭერი მსვლელობა ზუსტად 18:00 საათზე სამთავრობო კვარტლიდან დაიწყება.
მშვიდობიან პროტესტს სხვა დაავადებების მქონე მოზარდების მშობლები და მედიკოსებიც უერთდებიან. პროტესტზე არც ჯანდავის სამინისტრო რეაგირებს. უწყება ისევ ამტკიცებს, რომ პრეპარატი ვოზორიტიტი ექსპერიმენტალურია, ამიტომ ამ ეტაპისთვის წამალი ვერ დაფინანსდება.
მშობლები კი დანებებას არ აპირებენ და უფრო მწვავე პროტესტს აანონსებენ.
რაც უფრო უპასუხო დღეები გავა, ალბათ უფრო ჩვენი რეაგირებაც მწვავე იქნება და აუცილებლად უნდა მოჰყვეს ამას რაღაც ნაბიჯი მათი მხრიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში ბუნებრივად გამწვავდება ჩვენი პროტესტისც,. დღეს 6 საათზე აქედან მსვლელობას დავიწყებთ და ძალიან ბევრი ადამიანი შემოგვიერთდება, - ამბობს ერთ-ერთი მშობელი.
ირაკლი ღარიბაშვილის რკინის ღობით შემორაგულ სამსახურთან მშობლებმა უკვე მეოთხე ღამეე გაათენეს, თუმცა ამ დრომდე პრემიერისგან რეაგირება ნულის ტოლფასია.