გურამ ფალავანდიშვილმა დედაენის ბაღში ჩვენი ინსტალაცია დააზიანა - Tbilisi Pride
გურამ ფალავანდიშვილმა დედაენის ბაღში თბილისი პრაიდის ინსტალაცია დააზიანა. ამის შესახებ tvpirveli.ge-ს ინფორმაცია Tbilisi Pride-ის დამფუძნებელმა, მარიამ კვარაცხელიამ მიაწოდა. კვარაცხელიას თქმით, ფაქტი რამდნეიმე წუთის წინ მოხდა.
შესაბამისი განცხადება მალევე გაავრცელა Tbilisi Pride-მაც. ორგანიზაცია გურამ ფალავანდიშვილის დაკავებას ითხოვს. მათი ცნობით, გარდა ინსტალაციის დაზიანებისა ფალავანდიშვილი თავს დაესხა აქტივისტებსაც.
რამდენიმე წუთის წინ, დედაენის ბაღში, ლგბტქ აქტივისტების მიერ მომზადებული ინსტალაცია “welcome to the closet” გურამ ფალავანდიშვილმა დაარბია. როგორც ვიცით ფალავანდიშვილი თავს დაესხა აქტივისტებსაც.
მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შინაგან საქმეთა სამინისტროს და შესაბამის უწყებებს დაუყონებლივ
დ ა ა კ ა ვ ო ნ გურამ ფალავანდიშვილი;
დაიცვან ადამიანების ჯანმრთელობა და შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება! - აღნიშნულია განცხადებაში.
მსგავსი სიახლეები
სამოქალაქო საზოგადოების მიმართვა პარტნიორებს: მოსკოვმა შემცირებული გავლენის კომპენსირებისთვის შესაძლოა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები გამოიყენოს
სამოქალაქო საზოგადოება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების ანექსიური პროცესებისა და უსაფრთხოების რისკების გაძლიერებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს