ბათუმის შემოვლითი გზის რეაბილიტაცია პარალიზებულია - ავტობანზე დაშლილი ხიდის ნაწილები ყრია

ბათუმის შემოვლით გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები პარალიზებულია. ჯერ კიდევ გაუხსნელ ავტობანზე დაშლილი ხიდის ნაწილები ყრია.
"ტვ პირველს" ადგილზე მომუშავე ადამიანები უმტკიცებენ, რომ ხიდი ტრანსპორტირებისას სხვა ტეროტიროაზე დაიშალა, თუმცა ვეღარ ამბობენ, რატომ გადაწვიტეს
დაზიანებული გზის საფარი მახინჯაურის ტეროტიროიაზე დასახლებულ პუნქტში დაეტოვებინათ.
სამუშაოები, რომელშიც მილიონები უკვე დაიხარჯა, 2020 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ამ დრომდე ნახევარიც კი არ არის გაკეთებული.
ადგილობრივები გაუსაძლის პირობებზე საუბრობენ.
ეს რაღაც მოქჰოდნათ მონაკვეთში და მემგონი, მანქნაიდან გადავარდა და დაზიანდა და ალბათ სადმე ვერ წაიღეს და აქ მოიტანეს. წინა დღეს ქარიშხალში გადმოყრილი იყო, ბოლომდე არ არის დაცული უსაფრთხოება, - ამბობს ადგილობრივი.
ოპოზიცია ეჭვობს, რომ მრავალმილიონიან პროექტს ადგილობრივი ხელისუფლება შეცდომებით ახროციელებს, რადგან მათი აზრით, ხიდის დაგება ხელისუფლებას ავტობანზე ჰქონდა გადაწყვეტილი, თუმცა დაეშალათ.
ენმ-ს წევრი მირდატ ქამადაძე პირდაპირ ამბობს, რომ ხელისუფლების ამოცანას არა მოქალაქეებისთვის ცხოვრების გაიოლება, არამედ საკუტარი კეთუილდღეობა წარმოადგენს.
გზის მშენებლობა უნდა დასრულებულიყო 2020 წის ბოლომდე, მაგრამ ყველა ვხედავთ,რ ომ სამუშაოები არ არის დასრულებული. უფრო მეტიც, რა სამუშაოებიც არის შესრულებული, ისიც იმდენად უხარისხოა, რმო თვალსა და ხელს შუა გზები და ავტობანები ინგრევა და ეს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებმა ამ ბოლო ხნის განმავლობაში არაერთხელ იხილეს. ეს არის ნათელი მაგალითი კიდევ ერთი, როცა ხელისუფლების მთავარ ამოცანას წარმოდგენს არა ხარისხი, არა სამუშაოების დროულად ჩატარება და მოქალაქეებისთვის შერავათების და ცხოვრების გაიოლება, არამედ კორუფცია, ატკატიდ ა მხოლოდა მხოლოდ პირადი კეთილდღეობა, - ამბობს მირდატ ქამადაძე.