სუდანიდან ამერიკელი დიპლომატების ევაკუაცია განხორციელდა

23.04.23 12:13
სუდანიდან ამერიკელი დიპლომატების ევაკუაცია განხორციელდა

სუდანიდან ამერიკელი დიპლომატები ევაკუაცია განხორციელდა.  ხარტუმიდან ამერიკელი დიპლომატები  და მათი ოჯახების წევრები გაიყვანეს.  ინფორმაციას ჯო ბაიდენი ადასტურებს.

ჯერჯერობით დადასტურებული არ არის, ზუსტად რამდენი ადამიანი გაიყვანეს თვითმფრინავებით სუდანიდან, თუმცა ოპერაციამდე  CBS News-მა გავრცელა ინფორმაცია, რომ დაახლოებით 70 თანამშრომლის ევაკუაცია იგეგმებოდა.

სუდანში შექნილი ვითარების ფონზე კი ამ დრომდე უცნობია, როდის მოხერხდება სამშვიდობო ზონაში საქართველოს მოქალაქეების გაყვანა.