სუდანში, სავარაუდოდ, ქართველი მფრინავების თვითმფრინავი დაიწვა

23.04.23 13:14
სუდანში, სავარაუდოდ, ქართველი მფრინავების თვითმფრინავი დაიწვა

სუდანში, საომარი მოქმედებების ეპიცენტრში "MYWAY AIRLINES"-ის თვითმფრინავი დაიწვა. ეს ის ბორრტია, რომლითაც ქართველი მფრინავები აფრიკაში ჩაფრიდნენ.  ავიახომალდი მთლიანად განადგურებულია. საბედნიეროდ, ეკიპაჟის არცერთი წევრი არ დაშავებულა.

 მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში დაპირისპირებულმა მხარეებმა მორატორიუმი გამოაცხადეს, თუმცა საერთაშორსო მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ შეთანხმება დაღრვეულია და სროლები ხმა ისმის.

 დღეს, წესით, ჰუმანიტარული დერეფნები უნდა გაიხსნას. საგარეო საქმეთა სამინისტრო ცოტახანში საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციას გეგმავს.  გამოსაყვანია 34  ადამიანი.

მორატორიუმი არის გამოცხადებული დღეს, სროლები არ არის. ჩენ უსაფრთხოდ ვართ ჯერჯერობით, წყალიც გვაქვს, გენერატორიც გვაქვს. დავუკავშირდით ჩვენი კომპანიის ხელმძღვანელობას და უნდა გადაგვიყვანონ უფრო უსაფრტხო ადგილას. დრეს მოხდება ჩვენი გადაყვანა აქვე, უსაფრთხო ადგილზე შემდგომი ევაკუაციისთვის. იყო ინტენსიური სროლები, ავიაციები ბომბავდა, წურვებიც ჩამოვარდა, რამდენიმე უმისამართო წურვი, - ამბობს ავიახომალდის მეთაური მამუკა მარკოზაშვილი . 

"MYWAY AIRLINES"-ის ხელმძღვანელი  ადასტურებს, რომ ავიახოლამდის აფეთქება საქართველოს მოქალაქეებმაც შენიშნეს. ამის მიუხედევად, კომპანაი ამ ინფორმაცაის ოფიციალურად არ ადასტურებს, რადგან იმ ტერიტორიაზე შევსლა, სადაც ხომალდი დაიწვა, შესვლა ვერ ხერხდება.

დიდი ალბათობით არის (დამწვარი), თუმცა ოფიციალურად სანამ არ გვექნება დადასტურებული ინფორმაცია...აეროპორტში შევსლა ვერ ხერხდება. სურათებიდან რაც ჩანს და მდებარეობით, ეს არის ის, სადაც ვიცოდით, რომ ჩვენი თითმფრინავი იდგა. დიდი ალბათობით ჩვენი ერთ-ერთი ბორტია, იმიტომ, რომ ალიან ჰგავს იმ ადგილს და ძალიან ჰგავს ყველაფერი ჩვენს თვითმფრინავს. სრულად დამწვარია. ჯამში ორი იყო, ერთი ქართული თითმფრინავი რჩება კიდევ და ასევე „ჯეოსქაის“ აქვს.. ანუ ორი ქართული თვითმფრინავი რჩება ისევ, - ამბობს რატი ბაკურაძე.