სააკაშვილის მდგომარეობა საყურადღებოა - ექიმი

23.04.23 13:29
სააკაშვილის მდგომარეობა საყურადღებოა - ექიმი

"ვივა-მედის" ექიმი თამარ ჭანტრურია ირწმუნება, რომ მიხეილ სააკაშვილს გუშინ გული არ წასვლია და ადგილი მხოლოდ "ცამუხვლას" ჰქონდა. 

ამასთან, მედიკოსი არ მალავს, რომ მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა საყურადღებოა. 

ამ წუთში არის სტაბილურად და არის საყურადღებო პაციენტი. ორჯერ იყო ვარდნა. პირველი მისი გადმოცემით გონების კარგვის და მეორე, ექთანთან მოხდა და ექთანთან ჩაიმუხლა. დააწვინეს მერე საწოლზე. გრძელდება მონიტორნგი და მკურნალობა, - ამბობს თამარ ჭანტურია.