ბავშვების სიცოცხლის უფლების დასაცავად ბოლომდე ვიბრძოლებთ - მთავრობის ადმინისტრაციასთან პროტესტს სოფო ჯაფარიძე შეუერთდა

23.04.23 13:42
ბავშვების სიცოცხლის უფლების დასაცავად ბოლომდე ვიბრძოლებთ - მთავრობის ადმინისტრაციასთან პროტესტს სოფო ჯაფარიძე შეუერთდა

პრემიერის ადმინისტრაციასთან, სადაც აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებს დიაბეტიანი ბავშვების მშობლებიც შეუერთდნენ, ენმ-ს წევრი სოფო ჯაფარიძეც მივიდა.

ოპოზიციის წევრი ბოლომდე ბრძოლას აანონსებს და ამბობს, რომ პროტესტი ქაიმდე გასტან, ვიდრე საქართველოში სიცოცხლის უფლება არ იქნება დაცული.

შემოგვიერთდნენ დიაბეტის მქონე ბავშვების მშობლები და ისინი დღეს სოლიდარობას უცხადებენ აქონდროპლაზიის მქონე ბავშვებს და მათ მშობლებს. ისინი არიან სოლიდარულები და იბრძოლებენ ბოლომდე. მათ ყველაზე კარგად ესმით ამ მშობლების, იმიტომ, რომ ამ ადამიანებს ყოველდღიურად უწევთ ბრძოლა მათი შვილების სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლების მოპოვებისთვის. ვიბრძოლებთ ბოლომდე, ვიქნებით ძალიან ბევრნი და ვიბრძოლებთ იქამდე, სანამ მათ შვილებს არ ექნებათ ამ ქვეყანაში სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლება, - ამბობს ჯაფარიძე. 

მსგავსი სიახლეები