პროტესტი კანცელარიასთან - აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების დედებს დიაბეტიანი ბავშვების მშობლებიც შეურთდნენ

23.04.23 13:51
პროტესტი კანცელარიასთან - აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების დედებს დიაბეტიანი ბავშვების მშობლებიც შეურთდნენ

აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების დედებს სოლიდარობას დიაბეტის მქონე ბავშვების მშობლებიც უცხადებენ. ისინი ამ წუთებსი პრემიერის ადმინისტრაცაისთან არიან მისულები. ირაკლი ღარიბაშვილს ისინი მოუწოდებენ, შეხვდეს მშობლებს, მოისმინოს მათი მოთხოვნა და შეიძინოსსს ძვირადღირებული პრეპარატი, რომელსაც იშვიათი დაავადების სამკურნალოდ მთელს მსოფლიოში გამოიყენებენ. 


ჩვენ, დიაბეტიანი ბავშვების მშობლები სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლებს, რომლებიც ითხოვენ პრეპარატ ვოზორიტიტს, რომელიც არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მათი შვილებისთვის. ჩვენ მათი ძალიან კარგად გვესმის, იმიტომ, რომ ჩვენც და ჩვენი შვილებიც უგულებელყოფილები ვართ ამ ჯანდაცვის სისტემის მხრიდან. ჩვენც იგივეს გავდივართ, რაც ეს მშობლები, იმიტომ, რომ სრულყოფილად ვერაფერს ვიღებთ, რაც პროგრამულად ჩვენს შილებს ეკუთვნით, - ამბობს ერთ-ერთი მშობელი. 
 

 ირაკლი  ღარიბაშვილის  რკინის ღობით შემორაგულ სამსახურთან  მშობლებმა უკვე მეოთხე  ღამე გაათენეს, თუმცა ამ დრომდე პრემიერისგან რეაგირება ნულის ტოლფასია. აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების დედები დღეს 18:00 საათზე საპროტესტო მსვლელობას ამოწყობენ.