საგარეჯოში საცხოვრებელი სახლი დაცხრილეს

23.04.23 15:16
საგარეჯოში საცხოვრებელი სახლი დაცხრილეს

სგარეჯოში საცხოვრებელი სახლი დაცხრილეს. მამედოვების ოჯახზე თავდასხმა შუაღამეს, იმ დროს მოხდა, როცა საცხოვრებელში მცირეწლოვანი ბავშვები იმყოფებოდნენ. ნატყვიარები აქვს სახლის კედლებს, ფანჯრებს, ჭიშკარს.

მამედოვებს მომხდარის მიზეზებზე საუბარი უჭირთ. მათი თქმით, სროლის დროს გარეთ ვერ გავიდნენ, თუმცა ეჭვობენ, რომ ავტომობილში, საიდანაც სროლა განხორციელდა, მხოლოდ ერთი პირი არ იჯდა. 

არ ვიცი ვინ იყვნენ. ღამე იყო. ხმაზე გაგვეღვიძა.  არაფერი ვიცი..., - ამბობს ოჯახის წევრი. 

მომხდარის მიზეზებზე ვერც მეზობლები საუბრობენ. 

პოლიცია ჯერ დამნაშავის კვალზე ვერ გადის. ის მიმალვაშია.