გოგონებს ყიდდნენ - ყაზახი გოგონას ოჯახი გამოძიებას ტრეფიკინგის მუხლით ითხოვს

15.05.21 17:07
გოგონებს ყიდდნენ - ყაზახი გოგონას ოჯახი გამოძიებას ტრეფიკინგის მუხლით ითხოვს

გარდაცვლილი 26 წლის ყაზახი გოგონას, აისელ აიტფაევას ოჯახი გამოძიებას ტრეფიკინგის მუხლით მოითხოვს. აიტფაევას დედა დარწმუნებულია, რომ ორივე ბრალდებული  მამაკაცი ქალების გაყიდვით იყო დაკავებული.

მხოლოდ ეს აუდიოჩანაწერი საკმარისია, იმისთვის რომ გამომძიებლები დაინტერესდნენ გოგონების გაყიდვის საქმით. იმ სუაბრიდნა ყველაფერი ირკვევა, იმედი მაქვს სწორ გზას დაადგება გამოძიება და საქმეს ბოლომდე მიიყვანს", - ამბობს აიტფაევას დედა.

კმაყოფილი ვარ ქართული მხარის და იმ გადაწყვეტილების, რაც სასამართლომ მიიიღო, თუმცა გამოძიება უნდა წავიდეს სხვა მიმართულებით, პირველივე დღიდან ვამბობ საქმე გვაქვს დაჯგუფებასთან, რომელიც დაკავებული იყო გოგონების გაყიდვით. ვთხოვ ქართულ მხარეს სრულად გაერკვეს ვითარებაში," -   ამბობს გარდაცვლილის და, აინა აიტფაევა.

26 წლის ყაზახი გოგონას, აისელ აიტფაევას საქმეზე სასამართლომ დღეს იმსჯელა და მისი სიძე მურად მეირბეკოვი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. მეირბეკოვს ბრალად გოგონას გაუპატიურება ედება. ის ამ დროისთვის საქართველოში არ იმყოფება. 

26 წლის ასელ აიტპაევამ 5 მაისს  საცხოვრებელი კორპუსის ეზოში გარდაცვლილი იპოვეს. საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. შსს-მ 6 მაისს 57 წლის ბესიკ თოდუა  დააკავა. პროკურატურამ  დაკავებულს ბრალი 7 მაისს, გაუპატიურების ბრალდებით წარუდგინა. ბრალდებულს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა. 

მსგავსი სიახლეები