აშშ-ში სასწავლო ვიზით წასვლა მოსამართლეების მხრიდან სწორი გადაწყვეტილება იყო - მადონა მაისურაძე

23.04.23 15:44
აშშ-ში სასწავლო ვიზით წასვლა მოსამართლეების მხრიდან სწორი გადაწყვეტილება იყო - მადონა მაისურაძე

რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მადონა მაისურაძე არ მალავს, რომ აშშ-ში სასწავლო პროგრამით წასვლა სურს და ასეთი შესაძლებლობის შემთხვევაში შანსს ხელიდან არ გაუშვებს. 

მოქმედი მოსამართლე პირდაპირ ამბობს, რომ დასანქცირებული მოსამართლეების მიმართ სოლიდარობის გამოხატვასთან ამერიკაში კვალიფიკაციის ამაღლებასთან საერთო არაფერი აქვს. 

ბუნებრივია, ვინც მიიღო ეს გადაწყვეტილება, რომ წავიდა, ჩათვალა საჭიროდ და სწორი გადაწყვეტილება. ვინც ჩათვალა, რომ არ უნდა წასულიყო, მათ ალბათ თავიანთი მიზეზები აქვთ. ჩემთვის მისაღები არის ალბათ უფრო წასვლა. სასწავლო ვიზიტის დაკავშირება სანქცირებასთან და სანქცირებიდან გამომდინარე სოლიდარობის აქტთან, მე პირადად ვერ ვაკავშირებ, - ამბობს რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მადონა მაისურაძე .

კლანის ანტიამერიკული კამპანიის მიუხედავად, მოსამართლეთა ნაწილი აშშ-ში სასწავლო პროგრამით მაინც წავიდა. მოსამართლეებს შორის ეკა არეშიძის გარდა ლევან დარბაიძე, ნინო ელეიშვილი, თამარ ჩიხლაძე არიან.