"კლანის გავლენები სუსტდება" - თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე
თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი ფიქრობს, რომ სასამართლო კლანის მომხრეების რაოდენობა სულ უფრო მოიკლებს. მისი თქმით, სასამართლოში ბევრი ადამიანია, ვისაც აღნიშნულ კლანთან თანამშრომლობა არ სურს, თუმცა ამაზე საჯაროდ ვერ სუაბრობს.
ზუსტად კლანის გავლენების შესუსტებას ნიშნავს ეს ყველაფერი და ამას ვვარაუდობდით კიდეც, იმიტომ, რომ სულ უფრო და უფრო მოიკლებს იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც გავლენის ქვეშ მოექცევიან. დამიჯერეთ, სასამართლოში ძალიან ბევრი ადამიანია, რომელსაც არ სურს ამ ჯგუფთან თანამშრომლობა და ისინი უბრალოდ არ ჩანან და მათ არ ეძლევათ საშუალება, ძალიან სპეციფიკური პროფესიაა მოსამართლის პროფესია და ის საჯაროდ ასეთი ტიპის განცხადებებს ვერ გააკეთებს. სანქციებმა კიდევ ერთხელ აჩვენა და გაავლო ხაზი სწორედ ამ სასამართლო სისტემაში ვინ დგას ნათელ მხარეს და ვინ ბნელ მხარეს, - ამბობს მამუკა ხვლედიანი.
კლანის ანტიამერიკული კამპანიის მიუხედავად, მოსამართლეთა ნაწილი აშშ-ში სასწავლო პროგრამით მაინც წავიდა. მოსამართლეებს შორის ეკა არეშიძის გარდა ლევან დარბაიძე, ნინო ელეიშვილი, თამარ ჩიხლაძე არიან.