მთავრობის ადმინისტრაციასთან ხმაურია - პროტესტის მონაწილეები ისევ რკინის ღობეზე აბრახუნებენ

23.04.23 16:01
მთავრობის ადმინისტრაციასთან ხმაურია - პროტესტის მონაწილეები ისევ რკინის ღობეზე აბრახუნებენ

მთავრობის ადმინისტრაციასთან ამ წუთებში ხმაურია.  რკინის ღობით დაცულ სახელმწიფო უწყებასთან აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების დედები დგანან და ხელისუფლების ყურადღების მიქცევას მასზე ხელების ბრახუნით ცდილობენ.

მე-5 დღეა უკვე და კიდევ მოგვიწევს ღამის გათენება, რადგან არაფერი, არცერთი სიტყვა ჩენთვის სასიკეთო არ თქმულა, არც ცუდი, არც კაარგი კომენტარი, ამიტომ ვართ ძალიან ნაწყენი, შეურაცხყოფილი, მაგრამ მიანც არ ვკარგავთ იმედს, რომ იქნებბ დღეს თუ არა ხვალ დასრულდეს ეს ტანჯვა, შეგხვდეს პრემიერი და ერთხელ და სამუდამოდ გამოუტანოს განაჩენი ჩვენ შვილებს, - ამბობს აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვის მშობელი. 

 ირაკლი  ღარიბაშვილის  რკინის ღობით შემორაგულ სამსახურთან  მშობლებმა უკვე მეოთხე  ღამე გაათენეს, თუმცა ამ დრომდე პრემიერისგან რეაგირება ნულია. აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების დედები დღეს 18:00 საათზე საპროტესტო მსვლელობას ამოწყობენ.