ზარი ციხიდან - პატიმარი ქალი ამტკიცებს, რომ 15 წლიანი პატიმრობა შეკერილი საქმით შეუფარდეს

23.04.23 16:14
ზარი ციხიდან - პატიმარი ქალი ამტკიცებს, რომ 15 წლიანი პატიმრობა შეკერილი საქმით შეუფარდეს

"პირველებთან" სატელეფონო კავშირზე რუსთავის ქალთა საპყრობილე გამოვიდა. მსჯავრდებული ამტკიცებს, რომ 15 წლიანი პატიმრობა გაყალბებული ჩვენებების და შეკერილი საქმის გამო შეუფარდეს. ხათუნა ჯანჯღავა  სასჯელს 143 თრეფიქინგის მუხლით იხდის.

პატიმარი ამბობს, რომ დაკავებამდე მასთან შსს-ს თანამშრომლები პერმანენტულად მიდიოდნენ და სთხოვდნენ, რომ სხვა დასხვა რესტორნებიდან მათთვის ღირბეული ინფორმაცია გამოეტანა, სხვა შემტხვევაში მას დააკავებდნენ. 

რუსთავის ციხის პატიმარი ახლა დახმარებას პირადად პრემიერს  და სახალხო დამცველს სთხოვს. 

დაკავებული ქალი სამართლიან სასამართლოს ითხოვს და ორშაბათიდან შიმშილობას აანონსებს.

იმ შემთხვევაში თუ ვაღიარებდი, მაძლევდნენ 2 წელიწადს და 6თვეს, რაზეც კატეგორიული უარი ვთქვი, ვინაიდან დანაშაული არ ჩამიდენია. გამათავისუფლეს 9 თვეში, 2019 წლის  16, თებერვალს, ვინაიდან ბრალი ვერ დამდეს და 5 თვის მერ შემომაბრუნეს ციხეშ 15 წლის ვადით. მივწერე პროკურატურას, მივწერე სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს ჩინჩალაძეს, მივწერე პრემიერ-მინისტრს, ყველას დვაუკავშირდი აბსოლუტურად.  მივწერე გენ-ინსპექციას, მივწერე ახალ სახალხო დამცველს ორი წერილი, არ მოვიდა. ვითხოვ სამართლიან სასამართლოს. მე მომისჯა 2018 წლის 19 ივნისს დავით მგელიაშვილმა ეს სასჯელი. ადამიანი, რომელიც იყო დიდი ზეწოლის წინ. ახლა გავბედე დ აგირეკავთ იმიტომ, რომ ჩემი შილი არ არის საქართველოში. ჩემი შვილი რომ იყოს საქართველოში, ნამდვილად კიდევ ხმას არ ამოვიღებდი. ვიწყებ სრულ შიმშილობას ხვალიდან, ორშაბათიდან. მოდიოდნენ ჩემტან სამართალდამცველები, მაიძულებდნენ მიმემაგრებინა კამერა, შევსულიყავი სხვა რესტორანში, გამომეტანა იქიდან ინფორმაცია და ამ შემთხვევაში ამინთებდნენ მწვანე შუქს, წინააღმდეგ შემთხვევაში გამანადგურებდნენ, - ამბობს პატიმარი.