თბილისში ფსიქოლოგიური პრობლემების მქონე კაცმა 34 წლის ახალგაზრდა მოკლა

23.04.23 17:05
თბილისში ფსიქოლოგიური პრობლემების მქონე კაცმა 34 წლის ახალგაზრდა მოკლა

თბილისში ფსიქოლოგიური პრობლემების მქონე კაცმა 34 წლის ახალგაზრდა მოკლა. სისხლიანი გარჩევა ქურდიანის ქუჩაზე მოხდა. მოკლული და მკვლელობაში ბრალდებული მეგობრობდნენ. 

ირკვევა, რომ 48 წლის დიმიტრი თარხან-მოურავმა თავისი მეგობრები ნაქირავებ ბინაში მიიყვანა. ჩხუბი სუფრასთან დაიწყო და სადარბაზოში მკვლელობით დასრულდა.  თარხან მოურვამა 34 წლის ზვიად ეგრისელაშვილს სასიკვდილო ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენა. 

ტარხან მოურავი პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. 

ზონარი იყო გაბმული. ვიკითხე, რა მოხდა-მეთქი? და ჩხუბი იყო, დაჭრა ერთმა მეორეო. მე რომ შევამჩნიე, აქ შემოვიდა, მაღაზიაში, მიულოცეს ციხიდან გამოსვლა. იყო დაჭერილი დაახლოებით ერთი წლის წინ. გარეთ ბიჭები იგინებიდნენ და რატომ იგინებითო, ბიჭებთან უჩხუბია. ახალი გამოსული იყო, - ამბობს ადგილობრივი. 

დაკავებული ახლა დუმილის უფლებას იყენებს. პოლიციამ დააპატიმრა დანაშაულის თვით-მხილველიც.