თუშეთში მეზობლის მკვლელობისთვის ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
თუშეთში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა. ბრალდებულის ადვოკატი თელავის სასამართლოს 20 ათასლარიან გირაოს სთავაზობდა, მაგრამ მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
სისხლიანი გარჩევა სოფელ ჭეშოში სამი დღის წინ მოხდა. 36 წლის კაცი მეზობელს ყოფით ნიადაგზე გაუსწორდა, სიტყვიერი დაპირისპირება კი მკვლელობით დასრულდა.