"შემოგვიერთდით!" - მთავრობის ადმინისტრაციასთან მოქალაქეები იკრიბებიან

ერთი საათი სოლიდარობის აქციამდე - მთავრობის ადმინისტრაციასთან მოქალაქეები იკრიბებიან. მარში სტარტს სამთავრობო კვარტლიდან აიღებს და რუსთაველზე დასრულდება.
პოლიტიკოსები, ექიმები, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები საქართველოს მთავრობას დღეს კიდევ ერთხელ მოუწოდებენ, გადაარჩინოს იშვიათი დაავადების მქონე ბავშვები და უყიდოს მათ ის წამალი, რომლიც შეძენასაც მშობლები დამოუკიდებლად ვერ ახერხებენ.
ენმ-ს წევრმა სოფო ჯაფარიძემ საზოგადოებას გვერდში დგომისკენ მოუწოდა.
შემოგვიერთდით, რომ გავხდეთ ბევრნი, იმიტომ, რომ, სამწუხაროდ, ამის გარეშე არ აძლევენ დღეს ჩვენს ქვეყანაში სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლებას, - თქვა სოფო ჯაფარიძემ.