ქოლცენტრები პირატული პროგრამით მუშაობენ, სიგნალი სუსში მიდის - თაზო დათუნაშვილი

ქოლცენტრები თბილისში პირატული პროგრამებით სარგებლობენ. ამ განცხადებას "პირველებთან" "ლელოს" წევრი აკეთებს.
თაზო დათუნაშვილის განმარტებით, პროგრამის ჩართვისთანავე სიგნალი ტელეკომუნნიკაციებსა და სუსში მიდის, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ ყველაფერი იცის, თუმცა დუმს.
ეს არის სპეციალური პროგრამები, პირატული, რომელიც მასობრივად რამდენიმე ნომერზე ირეკება და ასე მუშაობს ბევრი ქოლცენტრი. ზოგადად, ეს სისტემაა აშკარად გამოყენებული და ამ სისტემის აღმოჩენა არის უმარტივესი. ანუ ასეთი სისტემები ანთებენ წითელს, როცა, მაგალითად, ტელეკომუნიკაციების კომპანიები ან სუსი უყურებს ზოგადად, ამონიტორინგებს. შესაბამისად, არავის სჯერა, პატარა ბავშვსაც არ სჯერა ის, რომ ასეთი რაღაცეები ქვეყანაში დღისით-მზისით ხდება, ფეისბუქზე ამას მრავალათასიანი რეკლამა უკეთდება ისე, რომ ამის შესახებ სპეცსამსახურებმა ან იმ დიაინტერესებულმა კომპანიებმა, ვისაც ეხება ამის კონტროლი, არ იცოდნენ არაფერი, - ამბობს დათუნაშვილი.
"ტვ პირველის" შაბათის ეთერიის გუნდმა რამდენიმეთვიანი გამოძიების შედეგად დაადგინა, რომ ევროპელი პენისონერების შემდეგ ეგრედ წოდებული ქოლცენტრები საქართველოს მოქალაქეებსაც ძარცვავენ. თაღლითური სქემით არარსებულ ბიზნესში ფულის ჩადებას მოქალაქეებს ფსიქოლოგიური ტერორით და მუქარით აიძულებენ. ძარცვა საქართველოდან სალომე ზურაბიშვილის, ბიძინა ივანიშვილისა და ნავთობკომპანიების სახელებით ხდება.