"საქართველოს მომავალი ევროკავშირშია" - მარტის აქციების მონაწილე ახალგაზრდები ბრიუსელში წავიდნენ
7- 8 მარტის აქციის მონაწილეები ბრიუსელში წავიდნენ. ახალგარზდები ევროპარლამენტში შეხვედრებს გამართავენ. უცხოელ პოლიტიკოსებს სტუდენტებიცც ეტყვიან, რომ საქართველომ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი უნდა მიიღოს. ევროდეპუტატებს მოუყვებიან რუსული კანონის საწინააღმდეგო დემონსტრაციაზე დაკავებული ლაზარეს შესახებაც, რომელიც "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ შერრჩევით და სამაგალითოდ დასაჯა.
"სტუდენტები ევროპული მომავლისთვის“ ჩამოვედით ბრიუსელში, ვინაიდან შევხვდეთ აქაურ დიასპორას, ემიგრანტებს და ასევე, გავმართოთ მაღალი რანგის შეხვედრები ევროპარლამენტარებთან. ჩვენ გვინდა, რომ მაქსიმალურად მივაწოდოთ მათ ინფორმაცია საქართველოს შესახებ, გავაცნოთ ის იდეები და გეგმები, რაც ჩვენ გვაქვს, რათა შედგეს შემდეგშ ითანამშრომლობა და საქართველოს მომავალი უკვე მკაფიო და ნათელი იყოს, რომ არის ევროკავშირი და იქნება ევროკავშირი, - ამბობს ჟორჟ ჟამერაშვილი.