დააკავეს მძღოლი, რომელიც პრემიერის სახლს ავტომობილით შეეჯახა

დააკავეს მძღოლი, რომელიც პრემიერის სახლს ავტომობლით შეეჯახა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, მოქალაქე, რომელიც საგზაო წესებს არღვევდა და სამართლდამცველებიც მანქანებიც დააზიანა, სამართლდაცველების მოწოდებებს არ დაემორჩილა, რის გამოც ის დააკავეს.
მოქალაქე, რომელიც არღვევდა საგზაო მოძრაობის წესებს და საფრთხეს უქმნიდა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, სხვადასხვა დროს არ დაემორჩილა სამართალდამცველების კანონიერ მოწოდებას, რომ გაეჩერებინა ავტომობილი.
მან ასევე თავისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით დააზიანა სამართალდამცველების ავტომანქანებიც.
სამართალდამცველებმა აღნიშნული მოქალაქე დააკავეს.
გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 187-ე და 353-ე მუხლის პირველი ნაწილებით, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.