"დაგველაპარაკეთ!" - აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების დედები პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ
30 ბავშვი წამლის მოლოდინშია. იშვიათი დაავადების მქონე პატარებისთვის "ქართული ოცნების" ხელისუფლება არ ყიდულობს მედიკამენტს, რომელიც ხელს ძვლების ზრდას უწყობს, ტკივილებს აყუჩებს და სიმპტომებს ამსუბუქებს. სამთავრობო პროპაგანდა დაჟინებით ამტკიცებს, რომ მედიკამენტი ექსპერიმენტულია და მას ვერ შეისყიდის.
წამალი ძვირადღირებულია. მხოლოდ ათი ინექცია ათი ათასი დოლარი ღირს, რისი საშუალებაც დაავადებული ბავშვების მშბლებს არ აქვთ.
„გეყოფათ ტელევიზორებში ჩვენი ყურება, დაგველაპარაკეთ!" - მიმართავენ ირაკლი ღარიბაშვილს დედები.
რკინის ღობით დაცულ სახელმწიფო უწყებასთან დღეს პროტესტის მეხუთე ღამე დგება.
ვრცლად ნახეთ გვანცა ჩხიკვაძის რეპორტაჟში.