ვინ მფარველობს ქოლცენტრებს? - ოპოზიცია საგამოძიებო კომისიის შექმნას აანონსებს
ქოლცენტრების საქმეზე "ქართული ოცნება" კედელთანაა მიყენებული. გარემოებებით დასტურდება, რომ მასშტაბური თაღლითური სქემა, რომლითაც უცხოელი პენსიონერების გარდა საქართველოს მოქალაქეებსაც ძარცვავდნენ, ხელისუფლების მფარველობის გარეშე ვერ იმუშავებდა. ოპოზიცია ირწმუნება, რომ საქმის კურსშია სუსიც.
რა სქემით იტაცებენ თაღლითები ქოლცენტრებიდან საქართველოს მოქალაქეების ფულს? შაბათის ეთერის მიერ მოპოვებულია და გასაჯაროვებული საბანკო ანგარიშები, პირადი ნომრები, მობილური ტელეფონები - ეს მტკიცებულები საკმარისია კრიმინალებზე გასასს-ვლელად სამარისია, თუმცა საგამოძიებო უწყებები დუმან.
ოპოზიცია მოქმედებაზე გადადის. ხელისუფლების ოპონენტები პარლამენტში საგამოძიებო კომისია შექმნას იტხოვენ, რათა გაირკვეს, ვინ ხელმძღვანელობს ქოლცენტრებს, ვინ მონაწილეობს სისტემურ ძარცვაში და ვინ მფარველობს თაღლითებს .
ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.