საგარეჯოში მამედოვების სახლი მეზობელმა დაცხრილა - თავდამსხმელი მიმალვაშია

საგარეჯოში ოთხი ადამიანი სიკვდილს სასწაულით გადაურჩა. მამედოვების სახლი ღამით მეზობელმა დაცხრილა. ნატყვიარები აქვს სახლის კედლებს, ფანჯრებსდა ჭიშკარს.
პოლიციამ თავდამსხმელის სახელი და გვარი იცის, მაგრამ მის კვალზე ვერ გადის. კაცი მიმალვაშია.
მამედოვები ეჭვობენ, რომ გაქცეული დამნაშავე მათ დაშინებას ცდილობდა.
მთელი დღეა ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ სოფელში საგამოძიებო მოქმედებები მიმდიანრეობს. გაჩხრიკეს თავდამსხმელის სახლიც, მაგრამ ცეცხლსასროლი იარაღი ვერსად იპოვეს.
ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში.