ქოლცენტრების სკანდალი - ევროკავშირის ელჩი გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობს

24.04.23 11:29
ქოლცენტრების სკანდალი - ევროკავშირის ელჩი გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობს

საქართველოში ევროკავშირის ელჩი თაღლითური ქოლცენტრების საკითხს ეხმიანება და მიიჩნევს, რომ ნებისმიერი უკანონო საქმიანობით გამოძიება უნდა დაინტერესდეს.

პაველ ჰერჩინსკის თქმით, პასუხისგებაში უნდა მიეცეს ყველა, ვინც უკანონო საქმიანობაზეა პასუხისმგებელი. 

რა თქმა უნდა, თუ არის ნებისმიერი უკანონო საქმიანობა, რომელიც ფოკუსირებულია საქართველოს მოქალაქეებზე და ასევე სხვა ქვეყნის მოქალაქეებზე, უნდა იყოს გამოძიებული და ვინც ამ უკანონო ქმედებებზეა პასუხისმგებელი მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარდგეს, - აცხადებს ჰერჩინსკი. 

"ტვ პირველის" შაბათის ეთერიის გუნდმა რამდენიმეთვიანი გამოძიების შედეგად დაადგინა, რომ ევროპელი პენისონერების შემდეგ ეგრედ წოდებული ქოლცენტრები საქართველოს მოქალაქეებსაც ძარცვავენ. თაღლითური სქემით არარსებულ ბიზნესში ფულის ჩადებას მოქალაქეებს ფსიქოლოგიური ტერორით და მუქარით აიძულებენ. ძარცვა საქართველოდან სალომე ზურაბიშვილის, ბიძინა ივანიშვილისა და ნავთობკომპანიების სახელებით ხდება.