რატომ არ ღელავს ოპოზიცია კეზერაშვილზე? - ამილახვარი ქოლცენტრების სკანდალზე

24.04.23 11:35
რატომ არ ღელავს ოპოზიცია კეზერაშვილზე? - ამილახვარი ქოლცენტრების სკანდალზე

"ქართული ოცნების" წევრი გიორგი ამილახვარი ამტკიცებს, რომ თაღლითური ქოლცენტრების საქმესტან ხელისუფლებას საერთოდ არაფერი აქვს და ერთადერთი პასუხისმგებელი პირი სწორედ დავით კეზერაშვილია.

მმართველი გუნდის წევრი ირწმუნება, რომ საგამოძიებო უწყებები ყველა ზომას მიმართავენ, რათა შესაბამისი სამართლებრივი შედეგი დადგეს. 

ჩვენი ოპონენტები რატომ არ ღელავენ კეზერაშვილზე, რატომ არ ამბობენ და არ აკეთებენ კომენტარს იმაზე, რომ მისგან დღემდე იღებენ ევროპული პენსიოერებისთვის  მოპარულ ფულს? რატიმ არ აკეთებს ის ტელევიზია განცხადებას, რომელიც პირდაპირ ფინანსდება ევროპელი პენსიონერებისგან მოპარული ფულით? ჩვენს კოლეგებს ოპოზიციაში ვურჩევდი, რომ პირველ რიგში, ამ საკითხებთან დაინტერესდეს. მე პროკურორი ხომ არ ვარ, რომ მეკითხებით? საგამოძიებო უწყებები ყველა ზომას მიმართავენ, რომ შესაბამისის სამართლებრივი შედეგი დადგეს და დაწყებული კეზერაშვილით დამთავრებული ნებისმიერი პიროვნებით, ვინც ჩართულია ამ საუკუნის თაღლითობაში, იქნეს პასუხისგებაში მიცემული, - ამბობს ამილახვარი. 

"ტვ პირველის" შაბათის ეთერიის გუნდმა რამდენიმეთვიანი გამოძიების შედეგად დაადგინა, რომ ევროპელი პენისონერების შემდეგ ეგრედ წოდებული ქოლცენტრები საქართველოს მოქალაქეებსაც ძარცვავენ. თაღლითური სქემით არარსებულ ბიზნესში ფულის ჩადებას მოქალაქეებს ფსიქოლოგიური ტერორით და მუქარით აიძულებენ. ძარცვა საქართველოდან სალომე ზურაბიშვილის, ბიძინა ივანიშვილისა და ნავთობკომპანიების სახელებით ხდება.