"წამლის გარეშე სახლში არ წავალთ" - მთავრობის სხდომა დედების პროტესტის ფონზე ჩატარდება
დღევანდელი მთავრობის სხდომა დედების პროტესტის ფონზე ჩატარდება - აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები საზოგადოებას მოუწოდებენ ირაკლი ღარიბაშვილის ტრადიციული ბრიფინგის პარალელურად დაგეგმილ აქციას შეუერთდნენ.
"წამლის გარეშე სახლში არ წავალთ" - ამბობენ დედები, რომლებმაც ღარიბაშვილის სამსახურთან მეექვსე ღამე გაათენეს.
ამ დღეების განმავლობაში მთავრობის ადმინისტრაციიდან არავინ გამოსულა და უთქვამს რას აპირებს პრემიერ-მინისტრი:
გუშინ ღამე წვიმაში იმ იმედით გავათენეთ, რომ დღეს პრემიერი შეგხვდება. იქნება ხმაური, ვითხოვთ პრემიერი შეგხვდეს და გაგვცეს პასუხი. 6 ღამეა წვიმასა და ქარში გარეთ ვართ, თუმცა გვაიგნორებენ. ამაზე მაინც გაგვცენ პასუხი რატომ?!" - აცხადებს აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობელი.