სუდანში სრული ევაკუაციისთვის ემზადებიან - რა ბედი ელით ქართველ მფრინავებს?
სუდანში სრული ევაკუაციისთვის ემზადებიან. ჰუმანიტარული დერეფნის გახსნისთანავე საგარეო საქმეთა სამინისტრო კომპანია "ჯეო სქაისა" და "მაი ვეის" ეკიპაჟის წევრებს სამოქალაქო ომის ზონიდან გამოიყვანს.
კომპანია "ჯეო სქაის" გენერალური დირექტორი შალვა კიკნაძე ამბობს, რომ თუკი ეკიპაჟს მიეცემა საშუალება, ისინი თვთმფრინავს დაათვალიერებენ და ევაკუაცია საჰაერო გზით მოხდება. სხვა შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეებს საომარი ზონის დატოვება სახმელეთო გზით მოუწევთ, რაც გარკვეულ პრობლემებთან არის დაკავშირებული.
უკვე ველოდებით მარშრუტების შეთანხმებას. საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობს. ჩენ თითონ გადავწვიტავთ, თუ საავტომობილო გზით, რა თქმა უნდა, შესათსანხმებელი იქნება იგივე ეგვიპტის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან საზღვრის კვეთა, მათი დახვედრა, მათი მიხედვა. ამავდროულად, შესათანხმებელია, რომ მოგვცენ ჩვენ საშუალება საჰაერო ხომალდთან მისვლის, დათვალიერების და შემდეგ გამოფრენის. საკმაოდ ბევრია კიდევ სამუშაო მათი საქართველოში დასაბრუნებლად. განხორციელდა მათი გადაყვანა კიდევ უფრო უსაფრთხო ტერიტორიაზე. ღამემ ჩაიარა მშვიდად, დღეს დილით ვესაუბრე ჩემებს და დილით იქ სიწყნარეა, არ ისმის სროლის ხმა ვცდილობთ დღის განმავლობაში თუ მოხერხდა, თუა სე გაგრძელდა და არ განახლდა შეტაკება, იქნებ მოგვეცეს საშუალება საჰაერო ხომალდის დათვალიერების, თუ არადა, შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას სახმელეთო გზით მათი გამოყვანის, - ამბობს შალვა კიკნაძე.
საქართველოს 34 მოქალაქე ამ დროისათვის უსაფრთხო ადგილას იმყოფება. აქვთ წყალი, საკვები და ელექტროენერგია.
მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცხელი წერტილიდან შტატებმა და ბრიტანეთმა დიპლომატები და მოქალაქეები გაიყვანა. ევაკუაციას ელოდებიან საფრანგეთის, გერმანიის, იტალიიის და ესპანეთის მოქალაქეებიც.
ბოლო მონაცემებით, სამოქალაქო ომში 400-ზე მეტი ადამიანი მოკლეს და 3 500 დაშავდა.