ფალავანდიშვილის მიერ ინსტალაციის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო - შსს

15.05.21 19:08
ფალავანდიშვილის მიერ ინსტალაციის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო -  შსს

გურამ ფალავანდიშვილის მიერ 17  მაისთან დაკავშირებული ინსტალაციის დაზიანების ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობით ან ძალადობის მუქარით სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო, ანდა მის პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, პროფესიულ, რელიგიურ ან მეცნიერულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ადამიანის დევნას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ დღეს "დედაენის ბაღში" LGBTQ აქტივისტების მიერ მომზადებული ინსტალაცია “welcome to the closet” გურამ ფალავანდიშვილმა დააზიანა. Tbilisi Pride-ის ცნობით, ფალავანდიშვილი ასევე იქვე მყოფ  აქვტივისტებს თავს დაესხა.

მსგავსი სიახლეები