20 წუთით შეგხვდით, გაყინულ, სველ დედებს! - აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების დედები ღარიბაშვილის განცხადების შემდეგ
აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები ირაკლი ღარიბასვილთან შეხვედრას ითხოვენ - აქციაზე შეკრებილებმა შენობის მთავარ შესასვლელთან გადაინაცვლეს.
დედები ამბობენ, რომ პრემიერმა მათთვის 20 წუთი ვერ გამონახა.
პასუხის გარეშე ბავშვთან სახლში ვერ მივალ, გთხოვთ, დამიჭირეთ! ციხეში მირჩევნია, წამლის გარეშე ვერ მივალ- მიმართა ადგილზე მობილიზებულ პოლიციას დაჩოქილმა დედამ, რომელიც ირაკლი რარიბაშვილთან შეხვედრას ითხოვდა.
20 წუთით შეგხვდით ბატონო პრემიერო, გაყინული, სველი დედები გთხოვთ ამას. როგორ შეგიძლიათ, გვიყუროთ, ვერ გაგვიწევთ წინააღმდეგობას! ხო ხედავთ, რა დღეში ვართ, დამარცხებული ვერ მივალთ შვილებთან! როგორ ვარ ძვირფასი მოქალაქე, პოლიტიკური იერ-სახე კი არა გაგიჟებული ვართ დედები. განადგურებულები ვართ! - აღნიშნავს კიდევ ერთი მშობელი.