ცრემლის ნაცვლად თვალიდან სიხლი მდის - ქალი სასტიკი ძალადობის შესახებ წერს

24.04.23 18:33
ცრემლის ნაცვლად თვალიდან სიხლი მდის - ქალი სასტიკი ძალადობის შესახებ წერს

მოდელი რენატა ბეგიაშვილი შემზარავ ფოტოს და ინფორმაციას ავრცელებს - ქალი  მის მიმართ განხორციელებულ სისტემატურ ძალადობაზე ყვება. 

რენატა ბეგიაშვილმა ახალგაზრდა კაცი ძალადობაში დღეს ამხილა და თქვა, რომ ხმის ამოღება  ძალადობის მსხვერპლი სხვა ქალების სოლიდარობის ნიშნად გადაწყვიტა. 

"ბევრი ვიფიქრე ეს გამეკეთებინა თუ არა და ხმამაღლა მესაუბრა თუ არა.. და ვფიქრობ თამამად შემიძლია ეს გავაკეთო!  სიბრალული არ მჭირდება. უბრალოდ ძალიან ბევრი ქალი არის ვისზეც ძალადობენ არაკაცი არსებები. მე ბევრი წელი ვიყავი ძალადობაში ჩემი შვილის მამააა ვითომ კაცი .. სახელი გვარი შალვა იაშვილია.. ბევრის მეგობარი, ორი შვილია მამა, თვითონაც შვილია ყავს და!

ნეტა როგორ მოიქცეოდა თავად რომ ენახა მისი უახლოესი საყვარელი ქალი  ესეთ მდგომარეობაში რომ ენახა! რას მოიმოქმედებდა. ბევრი წელი ჩუმად ვიყავი.. პოლიციაში არ მინდა წასვლა მეშინია ჩემი შვილის მამას ცხოვრება არ დავუნგრიო არ ვარ ეგ ადამიანი. მე მწამს ღმერთის და მჯერა მისი.. მჯერა რომ ყველა მოძალადე კაცი და ადამიანი დაისჯება. არცერთი მიზეზი არაა გამართლებული ჩემ თავს სარკეში რომ ვუყურებ. იცოდეთ მისმა მეგობრებმა და არა მეგობრებმა.

ისაა ფარული მოძალადე საშიშია შვილისთვის, საზოგადოებისთვის!  ძალიან ბევრი წელი დავკარგე და ძალიან ბევრი მოვითმინე შვილისთვის მაგრამ ეს ბოლო წვეთია ცრემლის ნაცვლად თვალიდან სისხლი მდის. სული მტკივა მაგრამ მჯერა ძალიან კარგად ვიქნებით მე რა სანდრაც!", - წერს ახალგაზრდა ქალი. 

თავის მხრივ ძალადობაში დადანაშაულებული შალვა იაშვილი ბრალდებები უარჰყოფდა, თუმცა რამდენიმე საათში სოციალური ქსელი საერთოდ გააუქმა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.