გთხოვთ, შეწყვიტოთ ჩარიცხვები! ჩვენ ვითხოვთ მხოლოდ საქართველოს მთავრობისგან წამლის დაფინანსებას - მშობლების განცხადება

24.04.23 19:04
გთხოვთ, შეწყვიტოთ ჩარიცხვები! ჩვენ ვითხოვთ მხოლოდ საქართველოს მთავრობისგან წამლის დაფინანსებას - მშობლების განცხადება

აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები საგანგებო განცხადებას ავრცელებენ - "გთხოვთ, შეწყვიტოთ ჩარიცხვები! ჩვენ ვითხოვთ მხოლოდ საქართველოს მთავრობისგან წამლის დაფინანსებას", - წერენ დედები: 

მშობლების განცხადება!
გთხოვთ, შეწყვიტოთ ჩარიცხვები!
ყველა ჩარიცხვა უკან დაბრუნდება!
გაუგებრობას ჰქონდა ადგილი და კიდევ ერთხელ განვმარტავთ:
ჩვენ ვითხოვთ მხოლოდ საქართველოს მთავრობა -ისგან წამლის დაფინანსებას.
ეს არ ნიშნავს ჩვენგან უმადურობას, გთხოვთ, სწორად გაგვიგოთ.
დიდი მადლობა ყველას!
მხარდაჭერა გვჭირდება მხოლოდ გვერდში ფიზიკურად და მორალურად დგომით!
გთხოვთ გაავრცელოთ ჩვენი, მშობლების, ერთიანი პოზიცია!