უპრეცედენტო პროტესტი ქვეყანაში - დედები შვილების გადასარჩენად წამალს ითხოვენ (ფოტოები)

24.04.23 20:00
უპრეცედენტო პროტესტი ქვეყანაში -  დედები შვილების გადასარჩენად წამალს ითხოვენ (ფოტოები)

უპრეცედენტო პროტესტი ქვეყანაში -  დედები შვილების გადასარჩენად წამალს ითხოვენ და ამისთვის ქუჩაში, წვიმასა და სიცივეში თითქმის ერთი კვირაა ღამეებს ათევენ. 

პროტესტის ეპიცენტრი ამ წუთებში ისევ სამთავრობო კვარტალი და ირაკლი ღარიბაშვილის  სამუშაო კაბინეტია.  რკინის ღობეების უკან დამალული პრემიერის ოფისთან  მშობლების სოლიდარობისთვის  უამრავი ადამიანია შეკრებილი. 

მოსახლეობა იმ დედების გვერდით დგას, რომლებიც უკვე 6 დღეა სამთავრობო კვარტალში ათენებენ და აღამებენ. "ბავშვებთან  წამლის გარეშე ვერ მივალთ" - ამბობენ მშობლები, რომლებმაც დღეს პრემიერისგან თანადგომის ნაცვლად შეურაცხყოფა მიიღეს.  ღარიბაშვილი ქვეყნიდან  ოფიციალური ვიზიტით ისე წავიდა, რომ  უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი დედებისთვის სანუგეშო არაფერი უთქვამს. ამიტომ ბრიუსელიდან დაბრუნების შემდეგ  ატირებული მშობლები და მათთან ერთად მყოფი ძალიან ბევრი მოქალაქე  პრემიერს  ისევ კაბინეტთან დახვდება.

აქცია კანცელარიასთან - ყველა დეტალი ნახეთ ნატა ქაჯაიას ჩართვიდან

 

მსგავსი სიახლეები