წამალი ბავშვებს - დედებმა კანცელარიასთან მეშვიდე ღამე გაათენეს
მთავრობის კანცელარია, 19:00 საათი, 12 ბავშვის გადასარჩენად თბილისში უწყვეტი პროტესტი გრძელდება. აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების დედები გაჩერებას არ აპირებენ. შვილების გადასარჩენად აქციის მონაწილეები უწყვეტ პროტესტს იქამდე აანონსებენ, ვიდრე საქართველოს ხელისუფლება ბავშვების სიცოცხლისთვის საჭირო წამალს ქვეყანაში არ შემოიტანს. კიდევ ერთი აქცია მსჯელობა დღეს 19:00 საათზე დაიწყება.
"მეორე დილა გაგვითენდა, მაგრამ ჩვენი მთავრობისგან ჯერ გამოხმაურება არ არის. ჩვენ ვაგრძელებ აქციებს, მსვლელობებს, 24 საათიან უწყვეტ რეჟიმში პროტესტს. უკვე ძალა აღარ გვყოფნის, ძალა გამომეცალა და მართლა არ ვიცი რას ელოდება. როგორ გვიმეტებენ ამ გაყინულ და გაციებულ დედებს და რა გული უძლებთ?! შენ ქვეყანაში რომ ასე გიმეტებს შენი სახელმწიფო სირცხვილია უბრალოდ, უნდა იყო შენ შვილთან და წამლის მოთხოვნაზე გიწევს ქუჩაში დგომა და ღამე თენება" - ამბობს მშობელი.