ვაკის პარკის საქმე - პროცესი გამომძიებლების დაკითხვით გრძელდება
13 წლის მარიტას გარდაცვალების საქმეზე სასამართლო პროცესი გრძელდება. დღეს მოსამართლე იმ ექსპერტ კრიმინალისტების და გამომძიებლების ჩვენებებს მოისმენს, ვინც ტრაგედიის შემდეგ ვაკის პარკში მივიდა და საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა.
ვის ეკისრება პასუხისმგებლობა ვაკის პარკში დატრიალებულ ტრაგედიაზე ისევ გაურკვეველია, არცერთი დაკავებული დანაშაულს არ აღიარებს.
დღევანდელ პროცესზე გაგრძელდება გამომძიებლს დაკითხვა, გამომძიებელი, რომელმაც დაათვალიერა ვიდეოჩანაწერები, ძირითადად გიორგი ვახტანგაშვილის ბრალის ნაწილში, ჩვენ ამოვწურეთ დაცვის მხარემ შეკითხვები გამომძიებელთან მიმართებაში. ამ კუთხით, ერთადერთი ხაზგასმით შემიძლია აღვნიშნო, რომ გამომძიებელს არ მიუთითებია არცერთ კონკრეტულ მტკიცებულებაზე, რომელიც ადასტურებდა ან დაადასტურებს გიორგი ვახტანგაშვილის ბრალეულობას. აღნიშნულმა, ასევე ჩაატარა პროცედურა ბრალის შესახებ დადგენილება გააცნო გიორგი ვახტანგაშვილს, თუმცა ჩვენი შეკითხვის პასუხად თუ კონკრეტულად რომელი მტკიცებულება ადასტურებდა გიორგი ვახტანგაშვილის ბრალეულობას, ვერ მიუთითა ბატონმა გამომძიებელმა ვერცერთ კონკრეტულ მტკიცებულებაზე. მეორე მოწმეს, რომლის დაკითხვაც დღეს იგეგმება, ეს გახლავთ ელგუჯა კუტალაძე. აღნიშნული გახლავთ ექსპერტ-ტრასოლოგი, რომელმაც ასევე მიიღო მონაწილეობა შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში" - განაცხადა ადვოკატმა, ლაშა ცუცქირიძემ.