უკრაინა: სუდანიდან საქართველოს და უკრაინის მოქალაქეები გამოვიყვანეთ

სუდანიდან საქართველოს და უკრაინის მოქალაქეების ევაკუაცია წარმატებით განხორციელდა. ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, ევაკუირებულები ამ დროისათის ეგვიპტის ტერიტორიაზე, უსაფრთხოდ იმყოფებიან.
უწყვეტის ბრძოლების და სიჩუმის რეჟიმის დაღვევის პირობებში, ასევე საკვების, წყლის და ტექნიკის არ არსებობის პირობებში შეიარაღებული კონფლიქტის ზონიდან უკრაინის 87 მოქალაქეის ევაკუაცია განხორციელდა. საუბარია ავიაციის სპეცლიასტებზე -მფრინავებზე, ტექნიკოსებსა და მათი ოჯახის წევრებზე. ასევე ევაკუირებულები არიან საქართველოს და პერუს მოქალაქეებიც.
ჯამში 138 მოქალაქის გამოყვანა მოახერხდა. მათ შორის 35 ქალი და 12 ბავშვია.
ევაკუირებულები ამ დროისათვის ეგვიპტეში, უსაფრთხო ტერიტორიაზე იმყოფებიან. მათ საჭირო სამედიცინო დახმარება გაეწიათ, აქვთ წყალი და საკვები. უკრაინის მოქალაქეებს აქვთ ვიზები და გაეწიათ დახმარება დოკუემნტების მხრივ. ისინი სამშობლოში დაბრუნებას ელიან. უკრაინა საკუთარ მოქალაქეებს დაეხმარება!, - ნათქვამია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.