თანხის სანაცვლოდ, მასაჟის სალონში არსებულ ოთახებს - პროსტიტუციის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებულია ოთხი პირი

25.04.23 13:53
თანხის სანაცვლოდ, მასაჟის სალონში არსებულ ოთახებს  - პროსტიტუციის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებულია ოთხი პირი

პროსტიტუციის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებულია ოთხი პირი - ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, დაკავებულები გარკვეული თანხის სანაცვლოდ, პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს, კლიენტების მომსახურების მიზნით, მასაჟის სალონში არსებულ ოთახებს გადასცემდნენ: 

აღნიშნული დანაშული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ ბრალდებული ე.კ., რომელიც თბილისში მდებარე მასაჟის ერთ-ერთი სალონის მფლობელი იყო და ამავე ობიექტის მენეჯერები - ქ.ბ., ნ.დ. და დ.ს., გარკვეული თანხის სანაცვლოდ, პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს, კლიენტების მომსახურების მიზნით, მასაჟის სალონში არსებულ ოთახებს გადასცემდნენ.


აღნიშნული ქალები სექსუალური მომსახურების გაწევის შედეგად მიღებული ანაზღაურებიდან ბრალდებულებს გარკვეულ თანხას უხდიდნენ.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს"- აცხადებენ შსს-ში. 

მსგავსი სიახლეები