როგორია ტელევიზიების რეიტინგები - IRI-ის კვლევა

25.04.23 13:00
როგორია ტელევიზიების რეიტინგები - IRI-ის კვლევა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის თანახმად, ნდობის თვალსაზრისით ქართული მედია მეოთხე ადგილზე გადავიდა. 

გამოკითხულთა 62% მედიას პრეზიდენტზე, პრემიერზე, სასამართლოსა და პარლამენტზე მეტად ენდობა.

კითხვაზე „რომელი ქართული ტელევიზიის ახალ ამბებს და პოლიტიკურ ინფორმაციას ენდობით ყველაზე მეტად“ პასუხები ასე გადანაწილდა:

  • იმედი - 35% (28%-ის პირველი არჩევანი, 7%-ის მეორე არჩევანი) 
  • მთავარი არხი - 23% (14%-ის პირველი არჩევანი, 9%-ის მეორე არჩევანი)  
  • ტელეკომპანია პირველი - 24% (11%-ის პირველი არჩევანი, 13%-ის მეორე არჩევანი)   
  • რუსთავი 2 - 26% (9%-ის პირველი არჩევანი, 17%-ის მეორე არჩევანი)  
  • ფორმულა - 8% - (3%-ის პირველი არჩევანი, 5%-ის მეორე არჩევანი)  
  • საზოგადოებრივი მაუწყებელი - 6% (3%-ის პირველი არჩევანი, 3%-ის მეორე არჩევანი)  
  • პალიტრანიუსი - 2% (<1%-ის პირველი არჩევანი, <1%-ის მეორე არჩევანი)  
  • ობიექტივი - 2% (<1%-ის პირველი არჩევანი, 2%-ის მეორე არჩევანი)  
  • POSTV - 3% (<1%-ის პირველი არჩევანი, 2%-ის მეორე არჩევანი)  
  • ალტ-ინფო - 2% (<1%-ის პირველი არჩევანი, 1%-ის მეორე არჩევანი)  
  • სხვა - 9% (4%-ის პირველი არჩევანი, 6%-ის მეორე არჩევანი)  
  • არცერთი - 23% 
  • არ ვიცი / უარი პასუხზე - 2% 

IRI-ს კვლევის საველე სამუშაოები Polling & Marketing-მა ჩაატარა. მონაცემები შეგროვდა მთელი საქართველოს მასშტაბით 2023 წლის 4-დან 23 მარტამდე, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით. 

შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი +/- 2.5 %-ია, ხოლო გამოპასუხების მაჩვენებელი - 74%.