პრეზიდენტის ბოლოდროინდელი გამოსვლები საქართველოს ინტერესებს არ ემსახურებოდა - მაჭარაშვილი

"ხალხის ძალა" პრეზიდენტის დუმილით კმაყოფილია. გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ ზურაბიშვილის განცხადბები პრეზიდენტის ინსტიტუტისთვის და ქვეყნისთვის დამაზიანებელი იყო.
ივანიშვილის დაჯგუფების წევრი ამტკიცებს, რომ ზურაბიშვილის გამოსვლების უფრო სხვა ქვეყნების ინტერესებს ემსახურებოდა.
მე ვერ გეტყვით ,ნამდვილად, პრეზიდენტ ზურაბიშვილის პოზიციას. სამწუხაროდ, მისი ბოლოდროინდელი პოზიციები არ ემთხვეოდა საქართველოს ინტერესებს, ჩვენზე არ არის აქ საუბარი და არაერთხელ მითქვამს, რომ მისი გამოსვლები ნამდვილად არ იყო საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლები, უფრო მეტად სხვა ქვეყნების ინტერესების გამტარებელს ჰგავდა. რაც შეეხება მის ბოლოდროინდელ გამოსვლას თუ არგამოჩენას, მე ვერ გეტყვით. საქართველოს პრეზიდენტი არის ზეპარტიული პოზიცია საქართველოს კონსტიტუციით, ის არ მართავს ქვეყანას, მას არ აქვს პოლიტიკური პასუხისმგებლობა და თუ ამ ჩარჩოებშ ყველა უწყება ჩევეტევით, იქნება ძალიან კარგი ქვეყნისთვის, - ამბობს მაჭარაშვილი.
ქვეყნის მთავარსარდალი დუმილის რეჟიმშია. ზურაბიშვილი აღარაც ქვეყნის ევროინტეგრაციაზე და აღარც ქვეყნაში არსებულ პროტესტზე არაფერს ამბობს. ოპოზიცია ვარაუდობს რომ ის ბიძინა ივანშვლმა გააჩუმა.