როგორ ძარცვავდნენ ქართველები ყაზახეთის მოქალაქეებს - ახალი დეტალები

25.04.23 16:10
როგორ ძარცვავდნენ ქართველები  ყაზახეთის მოქალაქეებს - ახალი დეტალები

გამოძიება ამ დრომდე არ ამბობს, რა კავშირი აქვს საქართველოს იმ 24 მოქალაქეს თაღლითურ ქოლცენტრებთან, რომლებიც ყაზახეთში დააკავეს. ყაზახური მედიის ცნობით, რომელიც ინფორმაციას ადგილობრივ შსს-ზე დაყრნობით ავრცელებს, საქართველოს მოქალაქეები ფულს ადამიანებს თაღლითურად, "ხალიკ ბანკის" სახელით სძალავდნენ. ისინი პენსიონრებს პირადი ნომრების შეყვანას სთხოვდნენ, რათა მათ 300 ათასი ყაზახური ფული მიეღოთ, პერსონალური მონაცემების შეყვანის შემდეგ კი მათი ანგარიშებიდან ავტომატურად თანხები იჭრებოდა.

ასევე ირკვევა, რომ მხოლოდ პენსიონერებს არ ატყუებდნენ და "ხალიკ ბანკს" სარეკლამოდაც იყენებდნენ. მოქალაქეებს არწმუნებნენ, რომ ისინი მონაწილეობას გათამაშებაში იღებდნენ და ამ გზით მათ ძარცვავდნენ.

WHAT’S UPP-ზე თაღლიტები ავრცელებენ ბიულეტენს რამადანის პრიზების გათამაშებაში მონაწილეობის შეთავაზებით, თითქოსდა და „ხალიკ ბანკისგან“ . ბანკმა განაცხადა, რომ თაღლითები იყენებენ ფიშნგს ყაზახეთის მოქალაქეების მობილურ ტელეფონებზე მავნე პროგრამების ჩამოსატვირთად. ამის შემდეგ ტაღლიტებს სეუძლიათ მიიღონ წვდომა ტელეფონზე არსებულ ინფორმაციაზე, მათ შორის, საბანკო აპლიკაციებზე. 18 აპრილს გაჩნდა ინფორმაცია, რომ იუთუბ არხზე თაღლითები პენსიონრებს სთავაზობდნენ გადასულიყვნენ კონკრეტულ საიტზე და დაეტოვებინათ პერსონალური მონაცემები 300 ათასი ტენგის ოდენობის პენსიის მისაღებად. ალმათის დასაქმებისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ინფრომაცია არ შეესაბამება სიმართლეს და აქვს ინტერნეტთაღლითობის ნიშნები. თუ მომხმარებელმა ინსტრუქციების შესაბამისად დააინსტალირა უცნობი აპლიკაცია ან შეიტანა თავისი გადახდის ბარათის დეტალები საეწვო საიტზე, სასწრაფოდ უნდ დაუკვშირდეს ბანკს დამატებითი ინსტრუქციებისთვის. ინფორმაცია ყველა აქციის, ნახატის და საჩუქრის შესახებ ყოველთვის განთავსებულია ბანკის ოფიციალურ ვებსაიტზე და მის ოფიციალურ ქსელებში, - წერს ყაზახეთის მედია. 

ყაზახეთში დამნაშავეთა წრის დადგენა ისევ გრძელდება და გამორციხული არ არის, ეს წრე კიდევ გაფართოვდეს. 

ქოლცენტრების სკანდალს ახალი გაგრძელება აქვს თბილისშიც. პოლიციამ დალუქა და კომპიუტერული ტექნიკა ამიოღო კომპანია "ნომე დაოდან",  რომლიც მედია ჰოლლდინგ "ქრონიკა პლიუსის" პარტნიორია.