ყაზახი გოგონას საქმე - ყაზახეთში, ადამიანებით ვაჭრობის ბრალდებით მეირბეკოვი დააკავეს

16.05.21 13:01
ყაზახი გოგონას საქმე - ყაზახეთში, ადამიანებით ვაჭრობის ბრალდებით  მეირბეკოვი დააკავეს

26 წლის  ყაზახი ქალის, ასელ აიტპაევას გაუპატიურებაში ბრალდებული მურად მეირბეკოვი ყაზახეთში დააკავეს. 

მეირბეკოვის დაკავება აისელ აიტფაევას ჩვენების საფუძველზე მოხდა. ასევე გამოიკითხნენ სხვა ქალები, რომლებიც სავარაუდოდ, ტრეფიკინგის მსხვერპლი მეირბეკოვის გამო გახდნენ. 

მეირბეკოვს, ყაზახეთის სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 

მეირბეკოვს დაუსწრებლად ბრალი ქართულმა მხარემაც წარუდგინა. პროკურატურა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდევის მოთხოვნით სასამართლოს გუშინ მიმართა.