მარნეულის ერთ-ერთ სკოლაში გაზმა გაჟონა: არიან მოწამლული ბავშვები

მარნეულის ერთ-ერთ სკოლაში მიმდებარე დაწესებულებიდან გაზმა გაჟონა, რის შედეგადაც რამდენიმე ბავშვი მოიწამლა - ინფორმაციას Aktual.ge ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ბავშვები საავადმყოფოში უკვე გადაიყვანეს.
ინფორმაციას ადასტურებს მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი.
"სკოლაში გაზის გაჟონვა არ ეხება სასწავლო დაწესებულებას, სკოლაში გაზი შემოვიდა მიმდებარე დაწესებულებებიდან."- ამბობს Aktual.ge-ისთან ხანალი გაჰრამანოვი.
Aktual.ge-ს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, მარნეულის ერთ-ერთ კლინიკაში სასწრაფო დახმარების მანქანით 3 ბავშვი გადაიყვანეს, სკოლიდან კი ამ წუთებში სხვა მოსწავლეების ევაკუაცია მიმდინარეობს.