ქოლცენტრების სკანდალმა ალმა-ატაში იფეთქა - ადგილობრივი შსს ქართველების კვალზე გავიდა

25.04.23 20:13
ქოლცენტრების სკანდალმა ალმა-ატაში იფეთქა - ადგილობრივი შსს ქართველების კვალზე გავიდა

თბილისის შემდეგ ქოლცენტრების სკანდალმა ალმა-ატაში იფეთქა. მასობრივი დაკავებების სერია განხორციელდა ყაზახეთში, სადაც  სამართალდამცველები ქართულ კვალზე გავიდნენ. დაკავებულია საქართველოს 24 მოქალაქე, თუმცა ქვეყნის შს სამინიტრო ვარაუდობს, რომ ბრალდებულთა წრე კიდევ გაიზრდება. 


ალმა-ატაში  დაკავებულ ქართველებს ყაზახეთის ციხე ემუქრებათ.  ჯერ უცნობია, ვინ იყო მასშტაბური ქოლცენტრის მფლობელი, რომელიც ყაზახი პენსიონრების ფულის მისათვისებლად ცნობილი ადგილობრივი ბანკის სახელს იყენებდა. პარალელურად, ახალი სკანდალია თბილისშიც. ამჯერად ქოლ ცენტრების საქმე ელისო კილაძისა და ვალერი გელბახიანის სახელებს დაუკავშირდა. თუმცა ჟურნალისტიც და ადვოკატიც ამ ბიზნესთან რაიმე კავშირს კატეგორიულად უარყოფენ. შურისძიება კეზერაშვილის სახელით - ასე აფასებს კილაძე მისი ბიზნეს პარტნიორის ოფისში ჩატარებულ რეიდს.

ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.