სავარაუდო ელიტური კორუფცია ქვეყანაში - TI-ს ხმაურიანი კვლევა

25.04.23 20:31
სავარაუდო ელიტური კორუფცია ქვეყანაში - TI-ს ხმაურიანი კვლევა

ქვეყანა კორუფციის ჭაობშია. "საერთაშორისო  გამჭვირვალობა - საქართველომ" ხმაურიანი კორუფციული საქმეები შეაგროვა, საიდანაც ირკვევა, თუ  რა მასშტაბზეა გასული  მაღალი დონის კორუფცია საქართველოში.  ჩამონათვალშია  სავარაუდო დანაშაულის 109 შემთხვევა, რომელშიც  127 მაღალი თანამდებობის პირი ფიგურირებს. მათ შორის არიან მოსამართლეები, პარლამენტისა და მთავრობის  წევრები. სავარაუდო კორუფციის ზრდის ტემპი კი კლეპტოკრატიის სახეს იღებს.

წლებია, ფაქტები ზედაპირზე დევს, თუმცა საგამოძიებო უწყებები  არ რეაგირებენ. მათ შორის არც ანტიკორუფციული ბიურო, რომელიც პრემიერმა სწორედ ამ მიზნით შექმნა. 

ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში. 

 

 

მსგავსი სიახლეები