დედები ისევ ქუჩაში დგანან - პროტესტის მონაწილეები მსვლელობას აწყობენ

25.04.23 20:23
დედები ისევ ქუჩაში დგანან - პროტესტის მონაწილეები მსვლელობას აწყობენ

დედები ისევ ქუჩაში დგანან. ამ წუთებში მსვლელობით ისინი კანცელარიიდან თავისუფლების მოედნამდე მიდიან.  აქციას უამრავი ადამიანი შეუერთდა, რომლებიც სოლიდარობას უცხადებენ აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მშობლებს. ამ  ფორმით  ისინი ისევ ცდილობენ მიიქციონ ხელისუფლების ყურადღება, ითხოვენ  შეხვდეთ  პრემიერი  და მიიღონ მისი მხარდაჭერა. 

პრემიერის ნაცვლადმშობლებმა დღეს მხარდაჭერა პრეზიდენტისგან მიიღეს. სალომე ზურაბიშვილი მათ უთხრა, რომ გაიარა კონსულტაციები სპეციალისტებთან და მედიკამენტი, რომელსაც ითხოვენ  მათი შვილებისთვის, სრულიად უსაფრთხოა.  ამით სალომე ზურაბიშვილმა, ფაქტობირვად,  სიცრუის გავრცელებაში ამხილა პრემიერი, რომელიც მშობლებს წამლის უკუეფექტით აშინებდა. 

პროტესტი ღარიბაშვილის ფანჯრებთან გრძელდება და აქციებიც ყოველდღიურად უფრო მასშტაბურ სახეს იღებს.

რა ვითარებაა  აქციაზე ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში. 

 

 

მსგავსი სიახლეები