საპატრიარქო 17 მაისს თბილისის ქუჩებს აკურთხებს

16.05.21 13:28
საპატრიარქო 17 მაისს თბილისის ქუჩებს აკურთხებს

საპატრიარქო 17 მაისს თბილისის ქუჩებს აკურთხებს. ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქოს პრესსამსახური ავრცელებს. საპატრიარქოს ინფორმაციით, ქუჩების კურთხევას ახალგაზრდული მოძაობა "დავითიანნი" უზრუნველყოფს.

სასულიერო პირთა ჯგუფი სამების ტაძართან შეიკრიბება და ქუჩების საკურთხებლად 5 მიმართულებით დაიძრება.

ცნობისთვის, 17 მაისს მსოფლიო ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან  ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ქართულმა  საპატრიარქომ 2014 წელს საკუთარი მრევლისთვის 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღედ დააწესა. პანდემიის გამო საპატრიარქო ამ დღესთან დაკავშირებით მასშტაბურ ღონისძიებებს არ გეგმავს.