ბინების შემდეგ მიწები - რუსეთის მოქალაქეები საქართველოში ქონებას მასობრივად აგროვებენ

26.04.23 11:54
ბინების შემდეგ მიწები - რუსეთის მოქალაქეები საქართველოში ქონებას მასობრივად აგროვებენ

ყველაფერი რუსებისთვის - ბინების და კომპანიების შემდეგ ოკუპანტი ქვეყნის მოქლაქეები საქართველოში მიწების მასობრივად შესყიდვაზეც გადავიდნენ. მონაცემები საგანგაშოა - მხოლოდ ბოლო სამ თვეში მიწის ნაკვეთების თითქმის 62% რუსეთის მოქალაქეებზე ფორმდება. ამავე პერიოდში მათ 1256 ბინა შეიძინეს. აღსანიშნავია, რომ ეს ქონება რუსეთის მხოლოდ 500 მოქალაქემ დააგროვა. პუტინს ომს გამოქცეულები ნაკვეთებს როგორც თბილისში, ასევე საქართველოს რეგიონებშიც ყიდულობენ.

რუსეთის მოქალაქეების ამგვარ ქმედებაში  ექსპერტები საფრთხეს ხედავენ.

შეიძლება, რომ ერთი ან ორი ადამიასნი მიერ აქ მიწის შეძენა, ბინის შეძენა არ იყოს პრობლემა, მაგრამ როცა ვხედავთ, რომ სახელმწიფო არის პირდაპირ კავშირში რუს ოლიგარქებთან და მათ გადასცემს საქართველოს ქონებას თან მნიშნელოვან სტრატეგიულ ადგილებშ, ეს არის უზარმაზარი შეშფოთების საფუძველი. უცნაური კავშირების მქონე რუს ოლიგარქს გადასცეს იჯარით რაჭის ტერიტორიის ლამის ნახევარი.  ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა, რასაც სახელმწიფო არა თუ არ აგვარებს, სახელმწიფომ გადასცა, - ამბობს „ალექსანდრე რონდელის ფონდის“ უფროსი ანალიტიკოსი შოთა უტიაშვილი. 

ოპოზიცია კი რუსეთის მოქალაქეებისთვის ქონების შესყიდვასთან და საქმიანობასთან დაკავშირებით რეგულაციების დაწესებას ითხოვს.

როდესაც ამას აქვს ძალიან მასობრივი ხასიათი და ეს ყველაფერი ხდება რუსეთის ღია აგრესიის ფონზე მთელი ცივილიზებული სამყაროს წინააღმდეგ, ცხადია, რომ ჩენ გვჭრდება ხელისუფლება, რომელიც გონივრულ შეზღუდვებს დააწესებს. პირველ რიგში, საემგირაციო პოლიტიკას შეცვლის რუსებთან მიმართებაში და მთლიანად მიდგომას შეცვლის, მაგრამ ეს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რუსული სამყაროს ნაწილი გახდეს ეს ქვეყანა, შესაბამისად, არ არის გასაკვირი, რომ ეს მოზღვავება რუსების და საქართველოს ეკონომიკაში მათი მონაწილეობა არის მისაღები, - ამბობს „ლელოს“ წევრი საბა ბუაძე.