სასტიკი დანაშაული ხაშურში - მეზობლის მკვლელობისთვის დაკავებული ბრალის წარდგენის მოლოდინშია
მეზობლის მკვლელობისთვის დაკავებული 59 წლის მამაკაცი ბრალის წარდგენას ელოდება. იმედა კახიშვილს გამოძიება 53 წლის ჯონი ნოზაძის მკვლელობას ედავება.
ადვოკატის ცნობით, პირველი წარდგენოს სხდმა გორის რაიონულს სასამართლოში გაიმართება.
"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ ბრალდების შესახებ დადგენილების გაცნობა არ მომხდარა. დღის განმავლობაში იგეგმება ბრალის წარდგენა, ამის შემდეგ პოზიცია ჩემთვის ცნობილი იქნება და შემეძლება უკვე აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია მოგაწოდოთ. დღის განმავლობაში საქმის პირველი წარდგენის სხდომა ჩატარდება გორის რაიონულ სასამართლოში. მოსამართლე იმსჯელებს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ" - ამბობს ადვოკატი, გიორგი შავდათუაშვილი.
შეგახსენებთ, რომ სისხლიანი დაპირისპირება ხაშურის რაიონში სოფელ ალში მოხდა, რა დროსაც მეზობელმა 53 წლის კაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. ერთ-ერთი ვერსიით მკვლელობის მოტივი კრიმინალურ სამყაროში გავლენების გადანაწილება გახდა. დაკავებულს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.