რუსეთის მორიგი სისასტიკე - მარიუპოლში მასობრივი საფლავები აღმოაჩინეს

26.04.23 13:37
რუსეთის მორიგი სისასტიკე - მარიუპოლში მასობრივი საფლავები აღმოაჩინეს

მარიუპოლში მასობრივი საფლავებია აღმოჩენილი. რუსეთის სისასტიკის დამადასტურებელი მტკიცებულებები განახლებული ფოტოების შედეგად მარიუპოლში ახალი მასობრივი სასაფლაოები აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას მარიუპოლის მერის მრჩეველი პეტრ ანდრიუშენკო ავრცელებს.

„ჩვენ დეტალურად შევისწავლეთ ყველა სასაფლაოს რუქა და ვიპოვეთ მასობრივი საფლავების ახალი სექტორები ნოვოტროიცკის სასაფლაოზე“,- განაცხადა ანდრიუშენკომ.

მისი თქმით, ვინ არის დაკრძალული და რა პერიოდში ამ საერთო სამარხში, უცნობია.