"გლოვოს" კურიერები აქციას მართავენ

16.05.21 15:13
"გლოვოს" კურიერები აქციას მართავენ

"გლოვოს" კურიერები აქციას მართავენ. კურიერები შრომითი პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ. მათ პრეტენზია საბონუსე სისტემასთან დაკავშირებით აქვთ."გლოვოს" კურიერების თქმით, ამ გადაწყვეტილებით მათი შემოსავალი საბონუსე სისტემის მოხსნის შემდეგ  განახევრდა. კურიერების თქმით, კომპანიასთან მოლაპარაკებებს რამდენიმე კვირის განმავლობაში აწარმოებდნენ, თუმცა უშედეგოდ.

პროტესტი არ დაწყებულა პირდაპირ ქუჩით,ჩვენ კონსულტაციებს ვახორციელებთ ოფისთან, თუმცა მათი შემოთავაზებული რადიკალური ცვლილებები შეამცირებს შემოსავლებს,რამაც განაპირობა ეს პროტესტი", - ამბობს აქციის მონაწილე.