შეხვედრა ლუგარის ლაბორატორიაში - საუბრის თემა აქონდროპლაზიის დიაგნოზი იყო

26.04.23 15:36
შეხვედრა ლუგარის ლაბორატორიაში - საუბრის თემა აქონდროპლაზიის დიაგნოზი იყო

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში იშვიათი დაავადებების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა დასრულდა - შეხვედრას  ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების გარდა  მედიკოსები და დარგის ექსპერტებიც ესწრებოდნენ.

 იშვიათ დაავადებებს შორისაა აქონდროპლაზია, ამიტომ ახლა მთავარი კითხვაა შემუშავდა თუ არა პროტოკოლი ამ დაავადების მკურნალობასთან ან წამლის ქვეყანაში შემოტანასთან დაკავშირებით.

დღევანდელი შეხვედრა იყო ბავშვების მკურნალობის  საკითხზე, ვისაც აქონდროპლაზიის დიაგნოზი აქვს დასმული. რათა უფრო ხელმისაწვდომი გახდეს პრეპარატი მათთვის. ამ შეხვედრამ აჩვენა რომ ძალიან კომპლექსურია ეს საკითხი სამწუხაროდ ჯერ ჯერობით მსოფლიოში მტკიცებულებებზე დაყრდნობილი ინფორმაცია მწირია. რამდენიმე გადაწყვეტილებაა მისაღები, რთულია, რომ დამტკიცდეს ეს წამალი საქართველოში, უნდა შეფასდეს კლინიკური ეფექტურობა და ხარჯთეფექტურობაც ამასთან ერთად. 

ბევრ ქვეყანაში ეს პროცესი საკმაოდ დროშია გაწელილი. პირველი ნაბიჯი ამ პრეპარატის აღიარებაა, ამის შემდეგ დანარჩენი ნაბიჯებია გადასადგმელი როგორ გასწვდება ქვეყანა, ფონდებიდან დაფინანსდება თუ რა ხერხებით. სახელმწიფო პრეპარატის ხელმისაწვდომობაზე მუშაობს. აგრეთვე მნიშვნელოვანია, რომ მწარმოებლებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, დეტალები კონფიდენციალურია - აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, სილვიო დომენტე.